თავი I
ჩვენი ისტორია
ვინ ვართ?
ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებსაც გვჯერა, რომ ფეხბურთი ბავშვის განვითარებისა და საზოგადოების გაერთიანების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
სწორედ ამ რწმენით შეიქმნა საფეხბურთო ერთობა მესხეთი.
ჩვენი მიზანია შევქმნათ გარემო, სადაც ბავშვები უსაფრთხოდ, თანამედროვე მეთოდებითა და პროფესიონალურ გარემოში შეძლებენ განვითარებას.
ოჯახები ჩაერთვებიან და საზოგადოება კიდევ უფრო გაერთიანდება.
ჩვენთვის ფეხბურთი მხოლოდ შედეგი არ არის.
ეს არის პასუხისმგებლობა, პატივისცემა, გუნდურობა, შრომა და პიროვნული ზრდა.
ჩვენ გვჯერა, რომ დიდი ცვლილებები სწორედ პატარა ნაბიჯებით იწყება.








