ჩვენი ღირებულებები
დღეს უკვე აღარ ვსაუბრობთ მხოლოდ იმაზე, რას ვქმნით.
ვიწყებთ საუბარს იმაზე, რაზე უნდა იდგეს ყველაფერი, რასაც ვქმნით.
ჩვენთვის ძლიერი საფეხბურთო გარემო მხოლოდ ვარჯიშებით, თამაშებითა და შედეგებით არ იქმნება.
მის საფუძველში უნდა იდგეს ღირებულებები, რომლებიც განსაზღვრავს, როგორ ვექცევით ერთმანეთს, როგორ ვიღებთ გადაწყვეტილებებს და როგორი კულტურის შექმნა გვინდა.
„საფეხბურთო ერთობა მესხეთის“ ხუთი ძირითადი ღირებულებაა:
სამართლიანობა.
თანასწორობა.
პატივისცემა.
პასუხისმგებლობა.
ერთგულება
ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, რომლებიც ლამაზად ჟღერს.
გვინდა, თითოეული მათგანი ყოველდღიურად ჩანდეს ჩვენს დამოკიდებულებაში, ურთიერთობებში, გადაწყვეტილებებსა და მოქმედებაში.
რადგან სწორედ ღირებულებები ქმნის გარემოს,
გარემო — კულტურას,
ხოლო კულტურა — მომავალს.
მომდევნო დღეებში თითოეულ მათგანზე ცალ-ცალკე ვისაუბრებთ — რას ნიშნავს ის ჩვენთვის და როგორ უნდა გამოჩნდეს ყოველდღიურ ცხოვრებაში.








