სამართლიანობა ჩვენი გარემოს ერთ-ერთი მთავარი საფუძველია.
ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც თითოეულ ადამიანს ვუსმენთ, ვითვალისწინებთ მის მდგომარეობასა და საჭიროებებს და გადაწყვეტილებებს მკაფიო პრინციპებზე, გააზრებასა და პასუხისმგებლობაზე დაყრდნობით ვიღებთ.
ადამიანები განსხვავდებიან. განსხვავებულია მათი გამოცდილება, შესაძლებლობები და განვითარების გზა.
ამიტომ თითოეულ სიტუაციას ინდივიდუალურად ვაფასებთ და ვეძებთ გადაწყვეტილებას, რომელიც სამართლიანად პასუხობს როგორც ინდივიდის საჭიროებას, ისე საერთო გარემოს ინტერესს.
ჩვენი საქმიანობის ცენტრში ბავშვი და მომავალი თაობაა. მის გარშემო კი ერთიან გარემოს ქმნიან ფეხბურთელები, მწვრთნელები, მშობლები, თანამშრომლები, გულშემატკივარი და ყველა ადამიანი, ვინც ამ პროცესში მონაწილეობს.
ჩვენ გვინდა, თითოეულმა მათგანმა იგრძნოს, რომ მის ხმას მნიშვნელობა აქვს, მის შრომას ვაფასებთ და მას ღირსეულად და სამართლიანად ვექცევით.
სამართლიანობა ქმნის ნდობას.
ნდობა აძლიერებს ურთიერთობას. ძლიერი ურთიერთობა კი ქმნის განვითარების გარემოს








