„საფეხბურთო ერთობა მესხეთი“ მშობლებს ღია საინფორმაციო შეხვედრაზე იწვევს.
შეხვედრის მიზანია, მშობლებს გავაცნოთ ჩვენი ხედვა, მუშაობის პრინციპები და ბავშვების განვითარებისთვის შექმნილი საფეხბურთო გარემო.
შეხვედრაზე ვისაუბრებთ:
ბავშვების განვითარების ძირითად პრინციპებზე;
ასაკობრივ ჯგუფებსა და სასწავლო-სავარჯიშო პროცესზე;
მწვრთნელებისა და მშობლების როლსა და პასუხისმგებლობებზე;
უსაფრთხო და ბავშვზე ორიენტირებულ გარემოზე;
რეგისტრაციასა და სხვა პრაქტიკულ საკითხებზე.
მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, დასვან მათთვის მნიშვნელოვანი კითხვები და მიიღონ კონკრეტული პასუხები.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თანამშრომლობა თავიდანვე ემყარებოდეს ღია კომუნიკაციას, ნდობასა და საერთო პასუხისმგებლობას.
ოთხშაბათი, 2 სექტემბერი
18:30
ქალაქ ახალციხის №1 საჯარო სკოლა
ერთად — განვითარებისთვის.
„საფეხბურთო ერთობა მესხეთი“ ![]()
![]()








