პროფესიული კავშირები და გამოცდილება, რომელიც განვითარებას ემსახურება
ფეხბურთში განვითარება მუდმივი სწავლის, გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის პროცესია.
წლების განმავლობაში სხვადასხვა საფეხბურთო გარემოში ჩამოყალიბებული პროფესიული კავშირები გვაძლევს შესაძლებლობას, გავიზიაროთ ცოდნა, თანამედროვე მიდგომები და განსხვავებული გამოცდილება.
ჩვენთვის ამ კავშირების მთავარი ღირებულება იმ შესაძლებლობებშია, რომლებსაც ისინი ქმნიან.
მიღებული ცოდნა და გამოცდილება გვინდა მოვარგოთ ჩვენს რეალობას და გამოვიყენოთ იქ, სადაც დღეს ჩვენს პასუხისმგებლობას ვხედავთ —
მესხეთში ძლიერი და თანამედროვე საფეხბურთო გარემოს შესაქმნელად.
ეს კავშირები მომავალშიც ჩვენი განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება — ახალი შესაძლებლობების, თანამშრომლობისა და ცოდნის მუდმივი გაცვლისთვის.
„საფეხბურთო ერთობა მესხეთი“
სულ მალე იწყებს თავის გზას.
მზადება დასასრულს უახლოვდება.
დაწყების ზუსტ თარიღსა და პირველ ღონისძიებას უახლოეს დღეებში გაგიზიარებთ.
საფეხბურთო ერთობა მესხეთი ![]()
![]()








