„ძალა ფესვებიდან“
საფეხბურთო ერთობა „მესხეთი“ შეიქმნა ერთი მკაფიო მიზნით, შევქმნათ თანამედროვე საფეხბურთო გარემო, სადაც თითოეულ ადამიანს ექნება შესაძლებლობა გაიზარდოს როგორც პიროვნულად, ისე პროფესიულად
ჩვენი საქმიანობა ეფუძნება საერთაშორისო გამოცდილებას, თანამედროვე სამწვრთნელო მეთოდოლოგიასა და იმ ღირებულებებს, რომლებიც ქმნის უსაფრთხო, პროფესიონალურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.
ჩვენ გვჯერა, რომ წარმატებული ფეხბურთელი მხოლოდ საფეხბურთო უნარებით არ ყალიბდება. სწორედ ამიტომ, თანაბარ მნიშვნელობას ვანიჭებთ განათლებას, დისციპლინას, პასუხისმგებლობას, პატივისცემასა და გუნდურობას.
„მესხეთი“ არის სივრცე, სადაც ბავშვები, ოჯახები, მწვრთნელები და ადგილობრივი საზოგადოება ერთიანდებიან საერთო მიზნისთვის შექმნან უკეთესი მომავალი.
ჩვენი მიზანია, ინკლუზიურობისა და ერთიანი ღირებულებების საფუძველზე, ხელი შევუწყოთ ბავშვების განვითარებას, თაობების დაკავშირებას, რეგიონის გაძლიერებასა და ქართული ფეხბურთის მომავლის შექმნას. ჩვენი გზა ახლა იწყება, თუმცა ჩვენი ხედვა მომავალს ეკუთვნის.
ძალა ფესვებიდან მოდის, ხოლო მომავალი იმ ადამიანების ხელით იქმნება, რომლებსაც დღეს ვზრდით.
01.09.2026
სამუშაო მიდგომები
ჩვენი ერთობის მომავალი ყოველდღიურ გადაწყვეტილებებსა და სამუშაო მიდგომებზე შენდება. ამიტომ, საერთო პრინციპებისადმი ერთგულება ჩვენი პასუხისმგებლობაა
მოზარდებთან ურთიერთობა
ჩვენთვის განვითარება მხოლოდ მოედანზე მიღწეული შედეგით არ განისაზღვრება. ის იწყება იმ ურთიერთობით, რომელსაც ყოველდღიურად ვქმნით თითოეულ მოზარდთან
სტრატეგიული მიზნები
ჩვენ გვჯერა, რომ ძლიერი მომავალი მკაფიო ხედვას, გრძელვადიან მიზნებსა და თანმიმდევრულ მოქმედებას ეფუძნება
სწავლების სამი საფუძველი
სწავლების სამი საფუძველი ქმნის იმ ერთიან ჩარჩოს, რომელზეც ჩვენი განვითარების მთელი სისტემა დგას
ასაკობრივი გუნდების ნიშა
ფეხბურთი გვაძლევს შესაძლებლობას, სპორტულ უნარებთან ერთად პიროვნული თვისებები და ძლიერი ხასიათიც განვავითაროთ
ასაკობრივად განსავითარებელი უპირატესობანი
ყველა ასაკს თავისი განვითარების მიზანი აქვს. სწორედ ამიტომ, თითოეული ეტაპი მოზარდის საჭიროებებსა და შესაძლებლობებზეა მორგებული
სამწვრთნელო ხედვა
ჩვენთვის მწვრთნელობა ნიშნავს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც თითოეულ მოთამაშეს ეძლევა შესაძლებლობა, სრულად გამოავლინოს საკუთარი უნარები და თანმიმდევრულად განვითარდეს
საფეხბურთო ერთობა მესხეთი ეკუთვნის თითოეულ თქვენგანს, ვისაც სჯერა რომ ნათელ მომავალს ქმნის ერთგულება, შრომა და სულიერი ძალა
დაგვემგზავრე ამ გზაზე, ერთად ვქმნით ისტორიას რომელიც თაობებს შთააგონებს
ჩვენი ფოტო გალერეა
ს. ე. „მესხეთი“ - ფოტოგალერეა
აღმოაჩინეთ დაუვიწყარი მომენტები, თამაშებისა და ვარჯიშების გამორჩეული ეპიზოდები, კულისებს მიღმა აღბეჭდილი ემოციები და ისტორიები, რომლებიც ჩვენს საფეხბურთო ერთობას აცოცხლებს











