ს.ერთობა “მესხეთი”. ვინ დგას ამ იდეის უკან?

წლების განმავლობაში ფეხბურთმა მომცა შესაძლებლობა სხვადასხვა გარემოსა და ქვეყანაში განვითარებულიყავი როგორც პიროვნულად ისე პროფესიულად.

მენახა როგორ შეუძლია ღირებულებებზე დაფუძვნებულ ერთობას, ორგანიზებულ გარემოს და თანმიმდევრულ მოქმედებას

ადამიანების მომავალზე დადებითი ზეგავლენის მოხდენა.

ამ გზამ ერთი უმნიშვნელოვანესი რამ მასწავლა — ცოდნა ნამდვილ ღირებულებას მხოლოდ მაშინ იძენს, როდესაც ის სხვების განვითარებას ემსახურება.

ამიტომ ვარ მადლიერი და ამაყი, რომ დღეს მეძლევა შესაძლებლობა, მიღებული ცოდნა და გამოცდილება ჩემს სამშობლოსა და მშობლიურ მესხეთს დავუბრუნო.

ჩემი მიზანია, იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ამ ღირებულებებს იზიარებენ, შევქმნა გარემო, სადაც თითოეულ ადამიანს ექნება თანაბარი შესაძლებლობა, ჩაერთოს, განვითარდეს და სრულად გამოავლინოს საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები.

განსაკუთრებული ყურადღება კი ბავშვებისა და ახალგაზრდების განვითარებას დაეთმობა — თანამედროვე სტანდარტებითა და იმ პრინციპებზე დაფუძნებული მიდგომებით, რომლებიც ევროპის წამყვან საფეხბურთო გუნდებშია დამკვიდრებული, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ როგორც ფეხბურთელები და, უპირველეს ყოვლისა, როგორც თავდაჯერებული, თავისუფლად მოაზროვნე, პასუხისმგებლიანი, დამოუკიდებელი, შრომისმოყვარე და მომავალზე ორიენტირებული ადამიანები.

ჩემთვის ერთობა ნიშნავს საზოგადოებას, სადაც თითოეულ ადამიანს აქვს ღირსეული ადგილი, თანაბარი შესაძლებლობა და პასუხისმგებლობა, საკუთარი ნიჭითა და შესაძლებლობებით საერთო მომავლის შექმნაში მიიღოს მონაწილეობა.

მჯერა, რომ ძლიერი საზოგადოება იქმნება მაშინ, როდესაც თაობები საერთო ღირებულებების გარშემო ერთიანდებიან და ერთად ქმნიან მომავალს, რომელიც ყველას ეკუთვნის.

„საფეხბურთო ერთობა მესხეთი“ ჩემთვის მხოლოდ სპორტული პროექტი არ არის.

ეს არის პასუხისმგებლობა და მადლიერება იმ გზის მიმართ, რომელმაც ბევრი რამ მომცა, და სურვილი, ეს გამოცდილება ჩემს დიდ ოჯახს — მომავალ თაობასა და ჩვენს საზოგადოებას გავუზიარო.

მე მჯერა, რომ დიდი ცვლილებები ერთი ნაბიჯით იწყება, მაგრამ მათ რეალობად აქცევენ ადამიანები, რომლებსაც საერთო ღირებულებები აერთიანებთ და საერთო მიზნისთვის ერთად მოქმედებენ.

ეს მხოლოდ დასაწყისია

Scroll to Top