ბოლო დღეებში ვისაუბრეთ იმაზე, რატომ დაიწყო ეს გზა, ვინ დგას ამ იდეის უკან, რატომ მესხეთი და რატომ გვჯერა, რომ ფეხბურთი მეტია, ვიდრე მხოლოდ თამაში.
ეს ყველაფერი ერთი საერთო ხედვის ნაწილია.
გვინდა, მესხეთში შევქმნათ გარემო, სადაც ბავშვებსა და ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა, აღმოაჩინონ საკუთარი ნიჭი, იფიქრონ თავისუფლად, ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობები და განვითარდნენ როგორც ფეხბურთელები და, უპირველეს ყოვლისა, როგორც ადამიანები.
გარემო, სადაც ფეხბურთი იქნება არა მხოლოდ სპორტი, არამედ განვითარების, ურთიერთობის, პასუხისმგებლობისა და ერთობის გზა.
მაგრამ ძლიერი და მდგრადი გარემო მხოლოდ კარგი იდეით არ იქმნება.
მას სჭირდება მყარი საფუძველი — პრინციპები, რომლებიც განსაზღვრავს, როგორ ვექცევით ერთმანეთს, როგორ ვიღებთ გადაწყვეტილებებს და როგორი კულტურის შექმნა გვინდა.
ეს საფუძველი ჩვენი ღირებულებებია.
აქ სრულდება ჩვენი გზის პირველი თავი.
ხვალ კი ვიწყებთ მეორე თავს —
„ჩვენი ღირებულებები“.
გზა გრძელდება.








