ს.ერთობა “მესხეთი”. ღირებულება V — ერთგულება

ღირებულება V — ერთგულება

ერთგულება იწყება მაშინ, როდესაც საერთო გზას მხოლოდ სიტყვით კი არა, ყოველდღიური მოქმედებითაც ვირჩევთ.

ჩვენთვის სამართლიანი და თანასწორი გარემო ის საფუძველია, რომელზეც ჯანსაღი ურთიერთობა და განვითარება შენდება.

სამართლიან და თანასწორ გარემოში იბადება პატივისცემა — ადამიანის, მისი ღირსების, განსხვავებული აზრის, შრომისა და უნიკალურობის მიმართ.

პატივისცემა ბუნებრივად გვაკისრებს პასუხისმგებლობას — საკუთარ სიტყვაზე, ქცევაზე, გადაწყვეტილებასა და იმ როლზე, რომელსაც საერთო გარემოში ვასრულებთ.

და სწორედ ამ ყველაფრის —
სამართლიანობის, თანასწორობის, პატივისცემისა და პასუხისმგებლობის — ერთგულება გვინდა გავხადოთ ჩვენი ყოველდღიური კულტურის ნაწილი.

ერთგულება ნიშნავს — იყო გვერდით მაშინაც, როცა არ არის ეს ასე იოლი.
დაუჭირო მხარი ადამიანს მაშინაც, როცა შედეგი არ არის ახლოს იდეალურთან.
გაუფრთხილდე გუნდს, ურთიერთობას და იმ გარემოს, რომელსაც ერთად ვქმნით.

ჩვენი საქმიანობის ცენტრში ბავშვი და მომავალი თაობაა. მათთვის ყველაზე ძლიერი მაგალითი ის არის, როცა ხედავენ, რომ ჩვენი ღირებულებები მხოლოდ სიტყვებად არ რჩება — ისინი ჩვენს ყოველდღიურ მოქმედებაში ცხოვრობენ.

-სამართლიანობა ქმნის საფუძველს.
-თანასწორობა აძლევს ყველას ადგილს.
-პატივისცემა აძლიერებს ურთიერთობას.
-პასუხისმგებლობა სიტყვას მოქმედებად აქცევს.
-ერთგულება კი ამ ყველაფერს აერთიანებს და საერთო გზად აქცევს.

Scroll to Top