ღია საინფორმაციო შეხვედრა მშობლებისთვის.

„საფეხბურთო ერთობა მესხეთი“ მშობლებს ღია საინფორმაციო შეხვედრაზე იწვევს.

შეხვედრის მიზანია, მშობლებს გავაცნოთ ჩვენი ხედვა, მუშაობის პრინციპები და ბავშვების განვითარებისთვის შექმნილი საფეხბურთო გარემო.

შეხვედრაზე ვისაუბრებთ:

▪️ ბავშვების განვითარების ძირითად პრინციპებზე;

▪️ ასაკობრივ ჯგუფებსა და სასწავლო-სავარჯიშო პროცესზე;

▪️ მწვრთნელებისა და მშობლების როლსა და პასუხისმგებლობებზე;

▪️ უსაფრთხო და ბავშვზე ორიენტირებულ გარემოზე;

▪️ რეგისტრაციასა და სხვა პრაქტიკულ საკითხებზე.

მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, დასვან მათთვის მნიშვნელოვანი კითხვები და მიიღონ კონკრეტული პასუხები.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თანამშრომლობა თავიდანვე ემყარებოდეს ღია კომუნიკაციას, ნდობასა და საერთო პასუხისმგებლობას.

📅 ოთხშაბათი, 2 სექტემბერი

🕡 18:30

📍 ქალაქ ახალციხის №1 საჯარო სკოლა

🤝 ერთად — განვითარებისთვის.

„საფეხბურთო ერთობა მესხეთი“ 🧡⚽️

Scroll to Top