გუშინ, 28 ოქტომბერს, „მესხეთის“ საფეხბურთო ოჯახს ვალეც შემოუერთდა!

ეს სიხარულითა და განსაკუთრებული სითბოთი სავსე დღე ჩვენი სტრატეგიული განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

თანმიმდევრულად ვაფართოებთ საქმიანობას, რათა რეგიონის ყველა ქალაქსა და სოფელში ბავშვებს თანამედროვე საფეხბურთო პრინციპებზე დაფუძნებული განათლება ადგილზე მივაწოდოთ.

რათა განურჩევლად ასაკისა და შესაძლებლობისა ყველა მოზარდს ადგილზე შევუქმნათ სტრუქტურირებული და ჯანსაღი გარემო ფეხბურთის მეშვეობით.

სადაც თანამედროვე მიდგომებითა და პრინციპებით, ხელს შევუწყუბთ მათ როგორც სპორტულ ასევე პიროვნულ განვითარებას.

მადლობა ბავშვებსა და მშობლებს ნდობისა და ასეთი თბილი დასაწყისისთვის.

ერთად ვქმნით გარემოს, სადაც თითოეული ბავშვის მონდომებას მხარდაჭერა ხვდება, შესაძლებლობებს კი — განვითარების გზა.

საფეხბურთო ერთობა მესხეთი

Scroll to Top