ჯერ მხოლოდ მეორე სავარჯიშო დღეა, თუმცა მოედანზე უკვე იგრძნობა განსაკუთრებული ენერგია, მონდომება და ფეხბურთისადმი სიყვარული.
თითოეული ვარჯიში ბავშვებისთვის ახალი გამოცდილებაა — საფეხბურთო უნარების განვითარება, გუნდურობის სწავლა, თავდაჯერების გაძლიერება და თამაშით მიღებული სიხარულია.
გულწრფელ მადლობას ვუხდით ბავშვებს მონდომებისა და დადებითი ემოციებისთვის, მშობლებს კი ნდობის, მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის. 🙏🏼
ჩვენი გზა ახლა იწყება — წინ სასიამოვნო შრომა, განვითარება და დაუვიწყარი საფეხბურთო დღეები გველოდება!
ერთად ვქმნით გარემოს, სადაც თითოეული ბავშვი მნიშვნელოვანია.
„საფეხბურთო ერთობა მესხეთი“ 🧡⚽️








