ღია კარის თვე
„საფეხბურთო ერთობა მესხეთში“
სექტემბრის განმავლობაში
„საფეხბურთო ერთობა მესხეთი“
მართავს ღია და სრულიად უფასო ვარჯიშებს 2021–2011 წლებში დაბადებული ყველა მსურველისთვის.
ეს არის შესაძლებლობა, ბავშვებმა უშუალოდ გამოცადონ ჩვენი სავარჯიშო გარემო, ხოლო მშობლებმა უკეთ გაიცნონ ჩვენი ხედვა, სამუშაო მიდგომები და განვითარების პრინციპები.
———————————————
ყოველ შაბათსა და კვირას:
12–13 სექტემბერი
19–20 სექტემბერი
26–27 სექტემბერი
ასაკობრივი ჯგუფები და დრო:
2021–2019 — 11:30–13:00
2018–2017 — 13:00–14:30
2016–2015 — 14:30–16:00
2014–2013 — 16:00–17:30
2012–2011 — 17:30–19:00
———————————————
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშვისა და ოჯახის გადაწყვეტილება საფეხბურთო გარემოს არჩევისას იყოს არა შემთხვევითი, არამედ გაცნობიერებული, ინფორმირებული და ნდობაზე დაფუძნებული.
ღია ვარჯიშების ფარგლებში ბავშვებსა და მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა:
უშუალოდ გაეცნონ ჩვენს სამუშაო გარემოსა და მიდგომებს;
გამოცადონ „საფეხბურთო ერთობა მესხეთის“ სავარჯიშო პროცესი;
გაიცნონ ჩვენი განვითარების ხედვა და პრინციპები;
მიიღონ პასუხები მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე;
და ამის შემდეგ უფრო გააზრებულად მიიღონ გადაწყვეტილება ბავშვის შემდგომი საფეხბურთო განვითარების შესახებ.
ჩვენთვის არჩევანი იწყება ნდობით
— ნდობა კი იწყება გაცნობით.
ამასთანავე, 2008–2010 წლებში დაბადებული ფეხბურთელებისთვისაც ვტოვებთ ღია შესაძლებლობას.
მზად ვართ გავეცნოთ თითოეული მათგანის მიზნებსა და საჭიროებებს და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარი მათ შემდგომ განვითარებას.
რეგისტრაცია:
ღია ვარჯიშებში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, შეავსოთ შესაბამისი განაცხადი ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდზე.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვწეროთ პირად შეტყობინებაში როგორც ელექტრონულ ფოსტაზე,
ასევე ვებ-გვერდძე მითითებულ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე.
მოდი, გაიცანი გარემო.
გამოცადე პროცესი.
იგრძენი მიდგომა.
და შემდეგ გააკეთე შენი არჩევანი.
ერთად — განვითარებისთვის.
საფეხბურთო ერთობა მესხეთი ![]()
![]()








