თავი III — როგორ ვავითარებთ?
განვითარება არ არის ერთი ვარჯიში, ერთი თამაში, ერთი გამარჯვება ან ერთი შედეგი.
განვითარება არის თანმიმდევრული პროცესის შედეგი.
ჩვენ ვქმნით თანამედროვე საფეხბურთო გარემოს, სადაც ბავშვი თამაშობს, აკვირდება, ფიქრობს, იღებს გადაწყვეტილებებს, მოქმედებს, ცდის, შეცდომიდან სწავლობს და კვლავ ცდილობს.
ჩვენთვის ბავშვი განვითარების პროცესის აქტიური მონაწილეა — ის არ ელოდება მხოლოდ მზა პასუხებს, არამედ სწავლობს თამაშის დანახვას, საკუთარი არჩევანის გაკეთებასა და პასუხისმგებლობის აღებას.
ფეხბურთი მუდმივად ცვალებადი თამაშია.
ყოველი ახალი სიტუაცია ბავშვს ახალ კითხვას უსვამს:
რას ვხედავ?
რა შესაძლებლობა მაქვს?
რას ვირჩევ?
როგორ ვმოქმედებ?
სწორედ ასეთ გარემოში ვითარდება არა მხოლოდ ტექნიკური უნარები, არამედ თამაშის გაგება, აზროვნება, შემოქმედებითობა, დამოუკიდებლობა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
ყველა ბავშვი განსხვავებულია — ასაკით, გამოცდილებით, შესაძლებლობებითა და განვითარების ტემპით. ამიტომ ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც თითოეულს აქვს სივრცე საკუთარი გზით, საკუთარი ტემპით და შესაბამისი გამოწვევებით განვითარდეს.
მწვრთნელის როლია ამ პროცესს მიმართულება მისცეს — შექმნას შესაბამისი გარემო, დააკვირდეს, დასვას კითხვები, წაახალისოს აღმოჩენა და დაეხმაროს ბავშვს, თავად იპოვოს გადაწყვეტილებები.
ვთამაშობთ.
ვხედავთ.
ვფიქრობთ.
ვწყვეტთ.
ვსწავლობთ.
ვვითარდებით.
ასე ვხედავთ ჩვენ ფეხბურთელის განვითარების პროცესს.








