ღირებულება III — პატივისცემა
პატივისცემა იწყება ადამიანის დანახვითა და მისი ღირსების დაფასებით.
ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც ვუსმენთ ერთმანეთს, ვაფასებთ განსხვავებულ აზრს, შრომას, გამოცდილებას და თითოეული ადამიანის უნიკალურობას.
ყველა ადამიანს თავისი ისტორია, ხასიათი, უნარები და გზა აქვს.
სწორედ ამიტომ ურთიერთობას ვაშენებთ ნდობაზე, ყურადღებასა და ერთმანეთის ღირსების პატივისცემაზე.
ჩვენი საქმიანობის ცენტრში ბავშვი და მომავალი თაობაა.
მათთვის კი ყველაზე ძლიერი მაგალითი ის გარემოა, რომელსაც ჩვენ — უფროსები — ყოველდღიური დამოკიდებულებითა და ქცევით ვქმნით.
პატივისცემა ჩანს სიტყვაში, მოსმენაში, დამოკიდებულებაში, გამარჯვებასა და მარცხში, საკუთარ გუნდთან, მეტოქესთან, მსაჯთან, მაყურებელთან და მედიასთან ურთიერთობაში.
რადგან პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა ქმნის უსაფრთხო გარემოს, სადაც განსხვავებულობა გვაძლიერებს და თითოეულ ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა — ლაღად წარმოაჩინოს საკუთარი ნიჭი, განვითარდეს და საკუთარი დამოკიდებულებით სხვების განვითარებასაც შეუწყოს ხელი.








