პირველი ვარჯიშის შემდეგ, ბავშვების მზარდი ინტერესისა და მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით, „საფეხბურთო ერთობა მესხეთი“ ასაკობრივი ჯგუფების განაწილებასა და განრიგს აუმჯობესებს.
ჩვენი მიზანია, სავარჯიშო პროცესი თითოეული ჯგუფის ასაკსა და განვითარების საჭიროებებს მოვარგოთ, რათა ყველა ბავშვს ჰქონდეს აქტიური ჩართულობისა და თამაშით სწავლის შესაძლებლობა უსაფრთხო, პოზიტიურ გარემოში.
ოქტომბერში ვარჯიშები ჩატარდება ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს, ქვედა აბასთუმნის სტადიონზე, საჯარო ბაღთან. ჯგუფების საათები იხილეთ თანდართულ განრიგში.
მადლობა ბავშვებს მონდომებისთვის,
მშობლებს ნდობისა და თანამშრომლობისთვის!
ერთად — განვითარებისთვის!
„საფეხბურთო ერთობა მესხეთი“
— აბასთუმანში ![]()
![]()








