2 სექტემბერს.
2 სექტემბერს.
18:30
ქალაქ ახალციხის №1 საჯარო სკოლაში
„საფეხბურთო ერთობა მესხეთის“ წარმომადგენლებმა
— თემო აფრიამაშვილმა და
— ზურა სუდაძემ
ახალციხის №1 საჯარო სკოლის დირექტორის,
— ქალბატონ ჟუჟუნა გოგოლაურის მხარდაჭერით, მშობლებსა და დაინტერესებულ პირებთან ღია საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
საუბარი შეეხო:
„საფეხბურთო ერთობა მესხეთის“
— ხედვებს,
— ბავშვების სპორტული და პიროვნული განვითარების პრინციპებს,
— სასწავლო-საწვრთნელ პროცესს,
— ასაკობრივ ჯგუფებს, უსაფრთხო გარემოსა და მშობლებთან თანამშრომლობის წმნიშვნელობას.
შეხვედრაზე ასევე მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო მშობლების შეკითხვებს, მოსაზრებებსა და ღია დიალოგს.
მადლობას ვუხდით თითოეულ ადამიანს მოსვლისთვის, ნდობისთვის, ინტერესისა და აქტიური ჩართულობისთვის.
გვჯერა, რომ ბავშვის განვითარებისთვის საუკეთესო გარემო იქმნება მაშინ, როდესაც ბავშვი, ოჯახი და საფეხბურთო ერთობა ერთი მიზნის გარშემო ერთიანდებიან.
საფეხბურთო ერთობა მესხეთი ![]()
![]()








