გავაცანით „საფეხბურთო ერთობა მესხეთის“ მისია, ხედვა, ღირებულებები და განვითარების სტრატეგია.
ვისაუბრეთ სავარჯიშო პროცესის ორგანიზებასა და შემდგომ ნაბიჯებზე, მოვისმინეთ მშობლების მოსაზრებები და ვუპასუხეთ კითხვებს.
ჩვენთვის მშობლებთან მჭიდრო თანამშრომლობა, მკაფიო კომუნიკაცია და თანმიმდევრული მუშაობა ბავშვებზე ზრუნვის საფუძველია.
გვინდა, თითოეულ ბავშვს, ასაკისა და საწყისი შესაძლებლობების მიუხედავად, ჰქონდეს მხარდაჭერა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობა — უსაფრთხო, ჯანსაღ გარემოში, საკუთარი საჭიროებების გათვალისწინებით.
ფეხბურთის საშუალებით ერთად ვსწავლობთ მეგობრობას, პასუხისმგებლობას, დამოუკიდებელ აზროვნებასა და გუნდურ თანამშრომლობას.
ვქმნით გარემოს, სადაც ბავშვებს შეუძლიათ აღმოაჩინონ საკუთარი ნიჭი, განივითარონ უნარები და თამაშით სიხარული მიიღონ.
მადლობა მშობლებს ჩართულობისა და ნდობისთვის, სკოლის დირექციას კი — შეხვედრისთვის სივრცის დათმობისა და მხარდაჭერისთვის.
ერთად — განვითარებისთვის!
„საფეხბურთო ერთობა მესხეთი“ ![]()
![]()








