მეორე ვარჯიში — კიდევ ერთი ნაბიჯი წინ

ჯერ მხოლოდ მეორე სავარჯიშო დღეა, თუმცა მოედანზე უკვე იგრძნობა განსაკუთრებული ენერგია, მონდომება და ფეხბურთისადმი სიყვარული.

თითოეული ვარჯიში ბავშვებისთვის ახალი გამოცდილებაა — საფეხბურთო უნარების განვითარება, გუნდურობის სწავლა, თავდაჯერების გაძლიერება და თამაშით მიღებული სიხარულია.

გულწრფელ მადლობას ვუხდით ბავშვებს მონდომებისა და დადებითი ემოციებისთვის, მშობლებს კი ნდობის, მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის. 🙏🏼

Scroll to Top