პირველი ვარჯიში — პირველი ნაბიჯი მოედანზე!

დღეს „საფეხბურთო ერთობა მესხეთის“ პირველი სავარჯიშო დღე გაიმართა — დადებითი ემოციებით, დიდი ენერგიითა და ბავშვების განსაკუთრებული მონდომებით.

პირველი შეხვედრიდანვე ჩვენი ყურადღება მიმართული იყო ბავშვების გაცნობაზე, თავისუფალი და უსაფრთხო გარემოს შექმნაზე, თამაშის სიხარულსა და მიზანმიმართულ განვითარებაზე.

თითოეული ვარჯიში იქნება ახალი შესაძლებლობა — ვისწავლოთ, გავუმჯობესდეთ და ერთად გადავდგათ ნაბიჯები წინ.

მადლობა ბავშვებს მონდომებისა და გულწრფელი ემოციებისთვის, ხოლო მშობლებს — ნდობისა და მხარდაჭერისთვის.

დღეს სავარჯიშო პროცესი დაიწყო

— წინ საინტერესო და შრომით სავსე გზა გველოდება.

🤝 ერთად — განვითარებისთვის.

საფეხბურთო ერთობა მესხეთი 🧡⚽️

Scroll to Top